საპროქტო მუშაობის აქტიური ფაზა

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, როდის ჩატარდება არჩევნები საქართველოში, მაგრამ ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნა - წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. საპროექტო ჯგუფი ონლაინ შეხვედრებზე იხილავს ყველა აქტუალურ საკითხს.
ფონდი „სოხუმის“ ყველა ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებულია მოწოდება, რომ მოსახლეობამ დააფიქსიროს, რა კითხვას დაუსვამდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მიმდინარეობს კითხვების ჩაწერა. აქტიურ ფაზაშია მუშაობა საინფორმაციო ვიდეორგოლზე.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

„ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - ფონდი „სოხუმის“ ეს პროექტი გულისხმობს საქართველოში პირველი ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნას - წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ონლაინ რეჟიმში.
