სტატია ვებ-პორტალში kutaisipost
„ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის გამოცდილება ჩეხეთის მაგალითზე“ - ამ სახელწოდების სტატია დაიბეჭდა საინფორმაციო ვებ-პორტალში kutaisipost. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში.
სტატიაში მიმოხილულია ჩეხეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული კვლევების“ წარმომადგენლის, კლარა კოზლოვას ანალიტიკური ნაშრომი, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით.
სტატია: http://www.kutaisipost.ge/reklama/article/12383-2018-07-11-11-30-35
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ვებ-პორტალში „New Press“ დაიბეჭდა სტატია „გენდერული თანასწორობის მიღწევის მოწინავე გამოცდილება სლოვაკეთის მაგალითზე“. სტატია წარმოადგენს სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის პიტერ გურანის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში. სტატიის ავტორია ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში.
გაზეთ „P.S.“-ში დაიბეჭდა სტატია „ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა პოლონეთის მაგალითზე“ (სტატიის ავტორი - ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში).