ონლაინ ხმის მრიცხველი - მიღებული გაკვეთილები
ფონდმა „სოხუმმა“ კიდევ ერთი კარგი გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „ონლაინ „ხმის მრიცხველის“ - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის (Voter Advice Application) დანერგვა საქართველოში - მიღებული გაკვეთილები“.
პუბლიკაციაში დეტალურადაა ასახული პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ განხორციელების თითოეული ეტაპი: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, მუშაობა პროექტის შემსრულებლებთან, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მუშაობა მასმედიასთან.
მკითხველი გაეცნობა დეტალურ მეთოდოლოგიას, მიღებულ გაკვეთილებს, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდ „სოხუმში“ მომზადდა ანალიტიკური სტატიების კრებული „ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილება საარჩევნო სისტემის განვითარების და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერების საქმეში“. მასში ასახულია ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტების პოლიტიკური დოკუმენტები - ამ ოთხი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა პოლიტიკურ დოკუმენტებზე, რომლებშიც გვიზიარებენ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებას საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
